
"ელ კლასიკოს" წინ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "რეალის" ფორვარდ ქარიმ ბენზემაზე ისაუბრა.
"ყოველ წელს ერთი და იგივე. ბენზემაში ყველას მუდმივად ეჭვი ეპარება, მაგრამ მას ყოველ წელს ჩემპიონატზე 15-20 გოლი გააქვს.
შესანიშნავი ფეხბურთელია. არც ვიცი, "რეალში" რამდენი წელია თამაშობს და ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო "ცხრიანია", - განუცხადა გრიზმანმა Be Soccer-ს.
ამ სეზონში პრიმერაზე ბენზემამ 15 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და ლეო მესისთან ერთად ბომბარდირია.
ამ სეზონში პრიმერაზე ბენზემამ 15 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და ლეო მესისთან ერთად ბომბარდირია.