მარსელო თასიდან გამოვარდნაზე: სამწუხაროა - კიდევ ორ ტურნირზე ვმონაწილეობთ

AutoSharing Option
ესპანეთის თასზე "სოსიედადთან" 3:4 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რეალის" მცველმა მარსელომ გააკეთა:

"მატჩის გადარჩენას ვეცადეთ. უბრალოდ, რეაგირება მოვახდინეთ. მეორე ტაიმში ბოლომდე დავიხარჯეთ. სამწუხაროა.

ყველა შეხვედრა განსხვავებულია. არ გვინდოდა გოლების გაშვება, თუმცა ყველაფრის გამორიცხვა შეუძლებელია. 4 ბურთის ამოქაჩვა ძალიან რთულია.

ღრმა შემადგენლობა გვყავს და ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ. კიდევ ორ ტურნირზე ვმონაწილეობთ და ბოლომდე გასვლას უნდა ვეცადოთ", - ციტირებს მარსელოს El Chiringuito.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემპიონობის შანსი კიდე გაქვთ ბარსასთან განსხვავებით.ლიგის რა მოგახსენო
თემური
08:46 07-02-2020
1

სიახლეები პოპულარული