"ბარსელონა" შეიძლება "მანჩესტერისა" და "მილანის" ბედი გაიზიაროს - ამბობს კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ კატალონიურ გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია.

"ამ სეზონში "ბარსელონამ" ვერც ჩემპიონატი ვერ მოიგო და ვერც თასი. ეს 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია.

უკანასკნელ წლებში კონკურენცია ძალიან გაიზარდა. თქვენ ხედავთ, რომ ინგლისში კლუბებს კარგად ხელმძღვანელობენ, სახელმწიფოც კი სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს. თითოეული კლუბის ფინანსური მდგომარეობა და მოდელი მაქსიმალურად სრულყოფილია.

თუ იმას არ გავაკეთებთ, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, შეიძლება "მილანისა" და "მანჩესტერის" მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

მესი გუნდში თავს
ბედნიერად არ გრძნობს და არ იცის, რა მოიმოქმედოს. ალბათ, ცოტა იმედგაცრუებულია, ვინაიდან წლიდან წლამდე ვერაფერს იგებს, მეტადრე ჩემპიონთა ლიგას. ამაზეა საჭირო კონცენტრირება.

ჩვენ გვინდა, მას ესმოდეს, რომ თუ მომავალი წლის ზაფხულში კლუბს სათავეში ჩავუდგებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა კარიერის დასასრულს ორჯერ მიეცეს ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა", - ციტირებს ფონტს  BBC.

შეგახსენებთ, "მილანმა" ბოლოს სერია A 2011 წელს, ხოლო "მანჩესტერმა" პრემიერლიგა 2013 წელს მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ლაპარაკობს ეს კაცი?ორი წლის შემდეგ ჰპირდება მიშველებას?ორი წლის შემდეგ,ბარსელონა სეგუნდა დივიზიონში იჯდება, ამათ ხელში.მესი კი ან სხვა გუნდში იქნება გადასული,ან პენსიაზე გასული.კონკურენცია გაძლიერდაო,კონკურენცია კი არ გაძლიერდა,ბარსელონა დასუსტდა და დაიშალა.
სოსო
15:57 18-07-2020
0

სიახლეები პოპულარული