"ბარსელონამ" კარი გაიჯახუნა - მესიმ სარეკორდო პიჩიჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
"ლა ლიგის" უკანასკნელ ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ალავესი" 5:0 გაანადგურა.

ასე და ამგვარად, "ბარსამ" პრიმერა 82 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა (ეს უკანასკნელ 12 წელიწადში უარესი შედეგია) და ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობს - 8 აგვისტოს განმეორებით მატჩში "ნაპოლის" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა და კატალონიურ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ნულოვანი ფრეც აძლევს ხელს.

მესიმ დუბლი შეასრულა, ჩემპიონატზე 25 გოლი გაიტანა (ალავესის კარი 9 მატჩში 10-ჯერ დალაშქრა) და ბენზემას 4 გოლით უსწრებს. ასე რომ, შეუძლია მეშვიდედ გახდეს ბომბარდირი და
რეკორდი დაამყაროს. მან ზედიზედ მე-11 ჩემპიონატში 25+ გოლი გაიტანა. ამას გარდა, 21 საგოლე გადაცემა გააკეთა და ხავის რეკორდი დაამხო. პიჩიჩი კი ლეომ მეშვიდედ მოიგო (ზედიზედ მეოთხედ) და ტელმო სარეს რეკორდი დაასამარა.

ალავესი - ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 ფატი (24), 0:2 მესი (34), 0:3 სუარესი (44), 0:4 სემედო (57), 0:5 მესი (75)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მიკვირს,როდესაც წავიკითხავ ხოლმე, მესი ფორმაში არ არისო.გასაგებია,რომ ესეთები მესის თამაშს არ უყურებენ და ისე წერენ კომენტარებს,მაგრამ სტატისტიკას მაინც შეხესეთ ,33 წლის ასაკში რეკორდებს ამხობს. 21 საგოლე პასი სასწაული შედეგია. თუმცა წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი მგონია,რომ უნდა გახდეს, თუ ბაიერნი ლიგას მოიგებს მაშინ 100% ლევანდოვსკია წლის საუკეთესო.
0
მაგარი ხარ მესი! ეჰ ეს ოხერი თვეები, რომ არ გაგეცდინა ტრამვების გამო, ეხლა შენ იქნებოდი ოქ. ბუც-ს მფლობელი. ამის დედაც....
კობა
10:48 20-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული