მესი - "ბარსელონას" ზარალი თუ მარჩენალი?

AutoSharing Option
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდში თავდამსხმელ ლეო მესის ყოფნა ფინანსურად დამღუპველია. თუმცა მთლად ასე არ ყოფილა საქმე.

კომპანია Diagonal Inversiones-მა და რამდენიმე ფინანსისტმა გამოითვალეს, რომ 2017 წელს მესისთან კონტრაქტის განახლების შემდეგ "ბარსამ" 619.265 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო. თან, აქ მიმდინარე სეზონი არ არის გათვალისწინებული.

ამავე პერიოდში ლეომ კლუბისგან 383.655 მილიონი მიიღო. ასე რომ, კატალონიურმა კლუბმა 235.61 მილიონი მოგება ნახა.

გამოკვლევა ადასტურებს, რომ მესი კლუბში შემოსავლების 30%-ის გენერაციას ახდენს.

"მესი კლუბის ბიზნესის ცენტრია. ამას როგორ აკეთებს?
გოლები გააქვს. გუნდში ყოფნით სპონსორულ ხელშეკრულებებს უზრუნველყოფს.

ამას დაამატეთ ის შემოსავლები, რომელთა ზუსტად დაანგარიშება ძნელია - ბილეთების და ატრიბუტიკის რეალიზაცია, ვიპ-ლოჟები", - განაცხადა Diagonal Inversiones-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ სირიამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არა ნაკლები ხელფასები აქვთ, როლანდოს, ნეიმარს და ძალად გაფეტიშებულ მპაბეს. ამათზე ჩუ არა?
გელა
12:28 03-02-2021
0
ბარსასთვის ზარალი, შიდა მტრები არიან! მესის კი მადლობა უთხარით ამხელა შემოსავალი, რომ შეაქვს ბარსას ყულაბაში. რაც შეეხება ვალებს, ნუ გაფლანგავდა უაზრო ტრანსფერებში სულელა ბართომეუ და არ ჩავარდებოდა ბარსა ამ დღეში. ლეოს ხელფასის ნახევარი, რომ იბეგრება ამას არავინ ახმაურებს, ასევე ქველმოქმედებაში და არგენტინის ნაკრების დაფინანსებაში, რომ მიდის უზარმაზარი ფული, ესეც გამოაქვეყნონ.
ლეო! ალალი იყოს შენზე ეგ ხელფასი! ვისაც არ მოგწონთ, ცივი წყალი დალიეთ.
12:27 03-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული