ლა ლიგაში "ბეტისთან" 1:4 "ვალენსიას" წაგებასა და მეკარე იასპერ სილესენის თამაშზე ყურადღება ნიდერლანდურმა sportnieuws-მა გაამახვილა:
"მტკივნეული ღამე "ვალენსიასთვის": იასპერ სილესენმა ოთხი გოლი გაუშვა. მეკარემ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ისევ არ უმართლებს. "მალიორკამ" ორი გაუტანა, ოთხშაბათს კი "ბეტისმა" კიდევ უფრო გააღიზიანა. პენალტების მოგერიება მისი საყვარელი საქმიანობა არაა".
"მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ნამატჩევს სილესენის ჩატარებულ 5 მატჩზეც ილაპარაკა და გოლკიპერი არ დაადანაშაულა. ამას გარდა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილი სასტარტოდან არა შეცდომების გამო გამოიყვანეს, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდა მეკარეს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელმაც