ლაპორტამ თქვა, რომ მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს - კუმანმა ახსნა, რატომ არ სჯერა "ბარსელონას" პრეზიდენტის სიტყვების

AutoSharing Option
ლა ლიგის 34-ე ტურში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 4:2 დაამარცხა და ბოლო ოთხ წელიწადში პირველად, ისტორიაში კი ოცდამეშვიდედ გახდა ჩემპიონი.

მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა ლიონელ მესი კატალონიურ გრანდში დააბრუნოს.

ამ კომენტარს "ნოუ კამპის" ბინადართა ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანი გამოეხმაურა, რომელმაც ახსნა, თუ რატომ არ სჯერა მესის "ბარსელონაში" დაბრუნების და ლაპორტას სიტყვის:

"ლაპორტა მუშაობს თავისი იმიჯისთვის, რადგან ის ცნობილია ისეთ ადამიანად, ვინაც მესი გუნდიდან გაუშვა.

არამგონია ლეო "ბლაუგრანაში" დაბრუნდეს. ბუსკეტსი წავიდა, დიდი ალბათობით, ალბაც წავა, არგენტინელი
კი ამ 2 ადამიანის ძალიან ახლო მეგობარია.

არ გამიკვირდება, ისინი თუ ერთად წავლენ "ინტერ მაიამიში", ანაც საუდის არაბეთში", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Mundo Deportivo.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტას ნდობა არ შეიძლება! ერთი აფერისტი, მამაძაღლი მაფიოზაა! მაგის ბრალია დღეს ლეო რო იმ გუნდშია, სადაც ნაბიჭვარი ფანები ყავთ. არჩევნებზე მაგრად გამოიყენა მესის სახელი და მაგით მოიგო პრეზიდენტობა ( მესი ვისაც დაუჭერდა მხარს ხალხიც იმას აირჩევდა, მაგრამ ამ ნაბო**არმა დაუფასა ლეოს?) და ეხლაც რაღაცაში ჭირდება ლეოს სახელი.
1

სიახლეები პოპულარული