ვინისიუსის არნახული პატივი "ბერნაბეუზე" და სევილიელთა მოსალოდნელი ბოიკოტი

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანო“ 2:1 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „რეალის“ ფეხბურთელები მოედანზე ვინისიუსის მხარდამჭერი მაისურებით გავიდნენ, რომელსაც „ვალენსიასთან“ შეხვედრისას რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შეხლა-შემოხლისთვის გააძევეს, თუმცა შემდეგ წითელი ბარათი გაუუქმეს. ბრაზილიელმა მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში და ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად იჯდა. გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს წარწერით: „ჩვენგან საკმარისია“ და მეოცე წუთზე ვინის ოვაციები გაუმართეს.

მასპინძლები ბენზემამ დააწინაურა, რომელმაც ბოლო 5 მატჩში პირველად გაიტანა და პრიმერას საუკეთესო ბომბარდირ ლევანდოვსკის (ბარსელონა) 5 გოლით ჩამორჩება. 84-ე
წუთზე დე ტომასმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ეზე როდრიგომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„რეალი“ 74 ქულით მეორე ადგილზეა და 27 მაისს, ბოლოსწინა ტურში,  გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

Vamos Mi Sevilla-ს ცნობით, ანდალუსიური გუნდის ფანები ვინისიუსისთვის წითელი ბარათის გაუქმებამ გააღიზიანა და სტადიონზე მისვლას არ აპირებენ.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 45 811 მაყურებელი
რეალი - რაიო ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (32), 1:1 დე ტომასი (84), 2:1 როდრიგო (89)

მკითხველის კომენტარები / 24 /
ღირსეულად თუ იქცევა მაიმუნს გავდეს კი არა მაიმუნიც რო იყოს ტაშს დაუკრავენ, და თუ ჭიჭყინა პროვოკატორივით მოიქცევა სულ რო ანგელოზი იყოს მაიმუნს დაუძახებენ. რონალდინიოს რა ნაკლები ეგზოტიკური შესახედაობა ქონდა? რატო არ ეძახდნენ მაიმუნს, მადრიდშიც კი ტაშს უკრავდნენ.
იოსები
03:28 25-05-2023
10
რეალის ფეხბურთელებო! მუხლი არ მოიდრიკეთ, ზანგის მიმართ?
ვაი თქვენს პატრონს?
23:34 24-05-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული