"სელტას" 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
პოსტს კომენტარი მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა გერმანელმა შუახაზელმა ტონი კროოსმა გაუკეთა, რომელმაც ეს ამბავი ერთი სიტყვით - "სირცხვილია" - შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ვეიგას "ნაპოლიში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმეში საუდის არაბეთის კლუბი ჩაერთო და ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი ფული შესთავაზა.
"პარტენოპეი" ესპანელს სეზონურად 2,2 მილიონ ევროს სთავაზობდა, "ალ აჰლი" კი 5,7-ჯერ მეტს, წელიწადში 12,5 მილიონი ევროს დაჰპირდა.
17:39 24-08-2023
"სირცხვილია!" - კროოსი ვეიგას მიერ "ნაპოლისთვის" უარის თქმას და მის "ალ აჰლიში" ტრანსფერს გამოეხმაურა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რამდენი დამცველი ყოლია არაბეთის ლიგას! საღოლ თქვენ
10
2
მიმიფურთხებია ასეთი ტალანტისთვის!! ჯერ არ უთამაშია და უკვე ფულზე ფიქრობს!! ეს შეიხები გააჩერეთ ვინმემ:@
35
13
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული