"არ გამიკვირდება, რომ "ოქროს ბურთი" სწორედ ვინისიუსმა მოიგოს. ბომბარდირები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში გამარჯვებით მან აღიარება დაიმსახურა, მაგრამ ჩემი აზრით, ის სხვებს ჩამორჩება.
"ოქროს ბურთი" წელს როდრის უნდა გადასცენ. ის ევროზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალა და კაპიტანი იყო. ასევე, "სიტისთან" ერთად პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა და ვფიქრობ, წელს გამორჩეული მოთამაშე სწორედ ის გახლდათ.
ბელინგემმა, ისევე, როგორც ვინისიუსმა,
ჩემთვის პირველი როდრია, შემდეგ - ბელინგემი და მესამე პოზიციაზე - ვინისიუსი", -აქვეყნებს მათეუსის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეხსენებისთვის, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება და ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ვინისიუსს უკვე აუწყეს, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სწორედ იგი გახდება.