ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა Canal+-თან საუბარში დაასახელა სამი ადამიანი, რომლებმაც "სამეფო გუნდში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს.

ფრანგმა ასეთებად ლუკა მოდრიჩი, კარიმ ბენზემა და ტონი კროოსი მიიჩნია. საინტერესოა, რომ ზიდანმა სიაში არ შეიყვანა კრიშტიანო რონალდო, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია და მან მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა.

ზიდანი "ბლანკოსს" ორჯერ წვრთნიდა. მან "რეალს" ორჯერ ლა ლიგა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაული, რობერტო კარლოსი, ლუკა მოდრიჩი
მარინა
14:27 24-10-2024
0
რაული და მოდრიჩი
მარინა
14:24 24-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული