უეფამ "მილანი" 12 მლნ ევროს გარეშე დატოვა

AutoSharing Option
უეფამ "მილანის" მიერ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

Football Italia-ს ცნობით, კლუბმა 2021 წლამდე ფინანსური საქმეები უნდა მოაგვაროს და დადებით ბალანსს მიაღწიოს, რომ უფრო მეტი გამოიმუშაოს, ვიდრე დახარჯოს.

თუ "მილანი" ამას ვერ მიაღწევს, კლუბს ევროთასებიდან 2021 წლის შემდეგ ორი სეზონით მოკვეთენ.

გარდა ამისა, უეფამ "მილანი" 12 მლნ ევროთი დააჯარიმა. ეს ის საპრიზო თანხებია, რომელსაც "როსონერის" ევროპა ლიგაში გამოსვლისთვის უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ევროპა ლიგის ბოლო ტურის მატჩში "ოლიმპიაკოსთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

altევროპა ლიგა. ბოლო

ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული