Football Italia-ს ცნობით, კლუბმა 2021 წლამდე ფინანსური საქმეები უნდა მოაგვაროს და დადებით ბალანსს მიაღწიოს, რომ უფრო მეტი გამოიმუშაოს, ვიდრე დახარჯოს.
თუ "მილანი" ამას ვერ მიაღწევს, კლუბს ევროთასებიდან 2021 წლის შემდეგ ორი სეზონით მოკვეთენ.
გარდა ამისა, უეფამ "მილანი" 12 მლნ ევროთი დააჯარიმა. ეს ის საპრიზო თანხებია, რომელსაც "როსონერის" ევროპა ლიგაში გამოსვლისთვის უნდა მიეღო.
შეგახსენებთ, რომ "მილანი" ევროპა ლიგის ბოლო ტურის მატჩში "ოლიმპიაკოსთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]