მისი თხოვნით გუნდში დიუსელდორფის "ფორტუნადან" დააბრუნეს თავისი ყოფილი ასისტენტი პიტერ ჰერმანი (ეს სიამოვნება რეკორდმაისტერს 1.75 მილიონი ევრო დაუჯდა) და ფიტნესის მწვრთნელი ჰოლგერ ბროისი.
დღეს ჰაინკესის პრეზენტაცია გაიმართება, შემდეგ გუნდს ავარჯიშებს, შაბათს კი "ბაიერნი" მისი ხელმძღვანელობით ბუნდესლიგის მე-8 ტურში "ალიანს არენაზე" "ფრაიბურგთან" ითამაშებს.