სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 31-ე ტურში ბრემენის "ვერდერმა" გასვლაზე ბერლინის "უნიონთან" 1:3 წააგო, სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვა, სამივე იოელ პოჰიანპალომ გაუტანა.

პირველ ტაიმში კი სტუმრები არაფერს თმობდნენ, განსაკუთრებით კი, ავსტრიელი მცველი მარკო ფრიდლი, რომელიც რობერტ ანრიხის დარტყმულს მამაცურად დაუხვდა. ფრიდლი დარტყმის სიძლიერის შედეგად დაეცა, ბურთი კი ისევ ანდრიხს მიუბრუნდა. "უნიონის" ფეხბურთელმა ისევ დაარტყა და ბურთი ისევ ფრიდლის მუცელმა მიიზიდა...

მეორე დარტყმის შემდეგ მსაჯმა ჩასტვინა და თამაში შეაჩერა, თუმცა ანდრიხი დანებებას არ აპირებდა: საჯარიმოს ცენტრში გადაწყვიტა ჩაწოდება და გამოიცანით, ვის მოარტყა?!

ფრიდლი 23
წლისაა და შესაძლოა, მოზარდობისას ბევრჯერ ნახა ლეგენდარული ვიდეორგოლი სკოტ სტერლინგის შესახებ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული