ესპანელი ამჟამად "რეალ მადრიდ კასტილიას" ავარჯიშებს და სამომავლოდ "ბლანკოსის" ძირითადი გუნდის გაწვრთნა აქვს მიზნად დასახული.
თავის მხრივ, "შალკეს" ძალიან მძიმე დროება უდგას და მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნა ემუქრება. გელზენკირხენელებს 6 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ და მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან, რომელიც გადათამაშების ზონისაა.