გაესპანელებულ ფორვარს დიეგო კოშტას არ სწყალობს "ჩელსის" მენეჯერი ანტონიო კონტე და ისიც იძულებულია, ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ივარჯიშოს ტრენაჟორებზე.
მოკლედ, მოკვეთილივითაა და როგორც იუწყებიან, აღარც თავად სურს ლონდონურ გუნდში დარჩენა. "მარკა" ამტკიცებს, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად სთხოვს ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენებასო.
შესაძლოა, დიეგო "ატლეტიკოში" დაბრუნდეს ან "მილანში" იჯარით გაუშვან.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.