"ჩელსიმ" "ნორვიჩი" პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე "გაღოღდა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მე-3 რაუნდში "ჩელსიმ" სტუმრად ვერ მოახერხა ჩემპიონლიგაზე მე-13 ადგილზე მყოფი "ნორვიჩის" დამარცხება, გადათამაშება "სტემფორდ ბრიჯზე" დაინიშნა, სადაც "არისტოკრატები" 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ დავიდ ლუისის შეცდომის შედეგად ჯამალ ლევისმა 90+4-ე წუთზე თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, გულშემატკივრებმა კი ბრაზილიელს ობსტრუქცია მოუწყვეს.

დამატებითი დროის 117-ე წუთზე მსაჯმა პედრო გააძევა, ხოლო 120+1-ე წუთზე ჯერ სიმულაციისთვის, ხოლო შემდეგ კამათისთვის ალვარო მორატას უჩვენა ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი, "გააწითლა" და სულ ცოტა ხნით მასპინძლები მოედანზე ცხრანი დარჩნენ.

პენალტების სერიაში ლონდონელებმა იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე "გაღოღდნენ". ნამატჩევს მათმა
მენეჯერმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ არბიტრს ვილიანის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა, ხოლო მორატას, რომელსაც ყველა ტურნირზე აგერ უკვე მეექვსე მატჩია გოლი ვერ გააქვს, თავშეკავება მართებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული