
"კონტეს ერთი სული აქვს, როდის დატოვებს გუნდს. ის ვერ იტანს, როდესაც მის გარეშე ყიდიან ან ყიდულობენ ფეხბურთელებს. ისე, სიმართლე გითხრათ, "არისტოკრატებს" უნდათ მენეჯერი უფრო მეტად მათი კაცი იყოს.
პსჟ-ში ან იტალიის ნაკრებში ანტონიოს შეუძლია რაიმე მნიშვნელოვანი მოიგოს. მას მთხოვნელების რიგი დაუდგება".
გადაყენების შემთხვევაში "ჩელსის" პრეზიდენტს რომან აბრამოვიჩს კონტესთვის 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასე რომ, იტალიელი სპეციალისტი ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიან პოზიციაშია.