ვეტერანმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში 19 წელი გაატარა, ბოლოს კი ერთი სეზონის განმავლობაში "ასტონ ვილას" რიგებში ასპარეზობდა.
"23 შესანიშნავი წლის შემდეგ კარიერის დასრულება გადავწყვიტე. 14 წლის ასაკში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე და ლონდონის "ჩელსის" შევუერთდი. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს. ახლა კი ცხოვრებაში ახალ თავს ველოდები" - დაწერა ჯონ ტერიმ Instagram-ზე.
ინგლისელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში მოსკოვის "სპარტაკს" უკავშირებდნენ. თითქოს შეთანხმებაც მიღწეული იყო, თუმცა საბოლოოდ ჯონ ტერიმ რუსულ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა.
37
ჯონ ტერიმ "სპარტაკს" შეთანხმებულზე 1.4 მილიონით მეტი მოსთხოვა