მაურისიო სარი: ვეცდებით, ედენ აზარი დარჩენაზე დავითანხმოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი "ვესტ ჰემთან" (2:0) შესრულებული დუბლის შემდეგ მისი გუნდის "ათიანის", ედენ აზარის მისამართით დადებით სიტყვებს არ იშურებდა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბელგიელი ვარსკვლავი 100 მილიონზე ბევრად მეტი ღირს, თუმცა, თუ ის წასვლას გადაწყვეტს, მის გადაწყვეტილებას "ჩელსი" პატივს სცემს.

"100 მილიონი მასში ძალიან იაფია, ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველანაირი ფასი ვნახეთ. ვფიქრობ, რომ მისი შეცვლა ძალიან რთული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს მისი გაყიდვა არ სურს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, ვეცდებით,
რომ დავითანხმოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია", - განაცხადა მაურისიო სარიმ Sky Sports-თან საუბრისას.

ედენ აზარი ლონდონის "ჩელსის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ის "არისტოკრატებს" ფრანგული "ლილიდან" შეუერთდა.

ბელგიელი შემტევის ანგარიშზე პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში 32 ჩატარებულ მატჩში 16 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

alt"ჩელსიმ" ედენ აზარის დუბლით "ვესტ ჰემს" სძლია და მესამე ადილზე დამკვიდრდა [VIDEO]

altედენ აზარი: არსადაც არ მივდივარ, სეზონის ბოლომდე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული