ჩიჩარიტომ "სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონი შეაფასა

AutoSharing Option
ლონდონური "ვესტ ჰემის" მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ცნობილი სერიალის ბოლო სეზონს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, სერიალ "სამეფო კარის თამაშების" უკანასკნელი სეზონი წინა თვეში გამოვიდა და გასულ ორშაბათს ბოლო სერია იხილა მაყურებელმა. სერიალის ფანების დიდ ნაწილს ძალიან არ მოეწონა დასასრული და როგორც ჩანს, მექსიკელი თავდამსხმელიც იმედგაცრუებულთა რიცხვშია.

"სამეფო კარის თამაშები" შესანიშნავი სერიალია, თუმცა ბოლო სეზონი საშინელება იყო. სცენარისტებმა ძალიან ცუდად იმუშავეს" - დაწერა ჩიჩარიტომ.

სერიალისაგან განსხვავებით, მექსიკელის ბოლო სეზონი საშინელი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ერნანდესმა
პრემიერლიგაში  მხოლოდ 7 გოლი გაიტანა, ცუდად არ გამოიყურებოდა და გუნდისთვის ძალიან პროდუქტიული იყო. თან იმის ფონზე, რომ ჩიჩარიტომ მხოლოდ 1300 წუთი დაჰყო მოედანზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტული ნიუსები ხართ თუ ჟურნალი სარკე?
superman
14:52 21-05-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული