ვენგერი "არსენალის" მთავარ მწვრთნელად არტეტას სავარაუდო დანიშვნას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა დამრიგებელმა არსენ ვენგერმა Sky Sports-თან საუბარში კომენტარი გააკეთა "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელად მიკელ არტეტას სავარაუდო დანიშვნაზე.

"მე ლონდონის "არსენალის" გულშემატკივარი ვარ. მოცემულ სიტუაციაში მხარს ლიუნბერგს ვუჭერ. თუ მთავარ მწვრთნელად არტეტა დაინიშნება, მაშინ მხარს მიკელს დავუჭერ.

არტეტა ჭკვიანი ბიჭია, მას აქვს მისწრაფება და ცოდნა. ამ ყველაფერს ლიუნბერგიც ფლობს. ვთვლი, რომ ეჭვგარეშეა, არტეტას დიდი მომავალი აქვს.

გვარდიოლას ასისტენტობისას ძალიან ბევრი რამ ისწავლა, თუმცა ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ამიტომაც, მას ძალიან კარგი გუნდი სჭირდება", - აღნიშნა არსენ ვენგერმა.

არტეტას სავარაუდო დანიშვნას გამოეხმაურა " style="height: 50px; width: 50px;" />მიკელ არტეტა "არსენალს" ამ დღეებში ჩაიბარებს

altსუპერ დე ბრუინემ "მანჩესტერ სიტის" "არსენალი" უპრობლემოდ დაამარცხებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული