კლოპი კორონავირუსზე: რატომ მეკითხებით? ბეისბოლის ქუდი მახურავს და გაუპარსავი ვარ!

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "ჩელსისთან" ინგლისის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ (0:2) "ინდეპენდენტის" ჟურნალისტს კორონავირუსზე დასმულ კითხვაზე უპასუხა:

"მისმინეთ, მე არ მომწონს, რომ ცხოვრებაში სერიოზულ საკითხებზე ფეხბურთის მწვრთნელის აზრი მნიშვნელოვანია. აზრი არა აქვს, რას ლაპარაკობენ ცნობილი ადამიანები. ამ საკითხს სწორად უნდა მივუდგეთ. ჩემნაირი უცოდინარი ხალხი ამას არ უნდა განიხილავდეს. ასეთი მიდგომა არ მესმის.

იმათი ციტირებაა საჭირო, ვინც ამაში ერკვევა და არა ფეხბურთის გუნდის მწვრთნელისა. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, კორონავირუსშიც... ასეთ კითხვებს რატომ მისვამთ? ბეისბოლის ქუდი მახურავს და გაუპარსავი ვარ!".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯიგარი
0
აბა კითხეთ ჩვენს მსახიობებს, მომღერლებს, მოჭიდავეებს, მუდელებს თუ არ არის შესაძლებელი ადამიანი ყველაფრის მცოდნე იყოს?
შაკო
11:27 05-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული