"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მცველმა, ბრაზილიელმა ემერსონმა "ბარსელონიდან" წასვლაზე ისაუბრა.

"არაფერი ვიცოდი, ბაზაზე დამიძახეს სალაპარაკოდ და იქ გავიგე, რომ ჩემი გაყიდვა სურდათ. "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შევხვდი. ისინი მეუბნებოდნენ, რომ კლუბი რთულ ფინანსურ ვითარებაში იყო და ჩემი გაყიდვა უმჯობესი გახლდათ.

ვუთხარი, რომ დარჩენა და გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა მინდოდა. სულელი არ ვარ, მალევე მივხვდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, წასვლისკენ მიმითითებდნენ. ისეთი არასასიამოვნო სიტყვებით გამომაგდეს, ვერც ვიტყვი...

კონტრაქტი მქონდა, შემეძლო მეთქვა არსად წავალ-მეთქი, თუმცა მინდა ბედნიერი ვიყო. ავდექი და წამოვედი.

ვერ ვიტყვი, რომ გამომიყენეს, მაგრამ
ძალიან მეტკინა გული, როგორც მომექცნენ. "ბარსას" შეეძლო ყველაფერი სხვანაირად გაეკეთებინა", - თქვა 22 წლის ბრაზილიელმა.

ივნისის დასაწყისში "ბლაუგრანამ" ემერსონი "ბეტისიდან" დაიბრუნა. მცველმა "ბარსელონას" რიგებში 3 მატჩი ჩაატარა და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუბმა "ტოტენჰემში" 25 მილიონ ევროდ გაყიდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც ჭკუა გაქვთ, დროზე გაასწარით ბარსადან.
nika
17:32 03-09-2021
5
ეს თავიდანვე ფულის მოსაგებად გამოისყიდეს ბეტისიდან, მთხოვნელები ყავდა და რატომაც არა, თუ არადა ბეტისი იშოვიდა
გიო
22:05 03-09-2021
0

სიახლეები პოპულარული