უკან, პრემიერლიგაში - სუარესს ინგლისში დაბრუნება ძველმა თანაგუნდელმა შესთავაზა

AutoSharing Option
Fichajes-ის ინფორმაციით, 35 წლის ფორვარდი ლუის სუარესი შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ურუგვაელი ვეტერანის დამატების ინტერესს "ასტონ ვილა" იჩენს, რომლის მწვრთნელიც "ლივერპულში" ლუისის ყოფილი თანაგუნდელი, ლეგენდარული სტივენ ჯერარდი გახლავთ.

ბირმინგემელებისთვის გამოცდილი შემტევის დამატება ადვილი არ იქნება, რადგან მათ კონკურენცია ისეთ გუნდებთან მოუწევთ, როგორებიც "ინტერი" და "სევილიაა".

მოგეხსენებათ, სუარესი "ატლეტიკოს" ზაფხულში დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. ის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "როხიბლანკოს" ფანებს საკმაოდ ემოციურად დაემშვიდობა, რადგან მან ბოლო საშინაო მატჩი უკვე ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი სუა კარგი ვარიანტია! ბარსასკენ არც გაიხედო! მაგ გველების ბუდეში, ერთხელ უკვე მაგრად დაგგესლეს და დაგხშამეს და საერთოდაც აარიდე მაგათ თავი.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული