პორტუგალიელს "როსონერისთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და არაერთხელ აღნიშნა, რომ "სან სიროზე" სურს დარჩენა.
გასულ სეზონში ლეაო "მილანის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მან 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 11 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.