110 მილიონი ფეხბურთელში, რომელსაც ნაკრებში არ გაუტანია - "ჩელსიმ" მუდრიკი შეიძინა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" "შახტარისგან" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი 70+40 მილიონ ევროდ შეიძინა.

ლონდონურმა კლუბმა მუდრიკს რვაწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა, მისი სეზონური ხელფასი კი 7.5 მილიონი იქნება.

ამ სეზონში მუდრიკმა ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო უკრაინის ნაკრებში 8 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

ეს უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვიღაც მუდრეგში 110 მილიონს გადაიხადეს, ხვიჩასა და ოსიმენში ას-ას მილიონს გადავიხდითო, უსამართლობაა.
ჟორა
18:51 16-01-2023
0
ერთი მხრივ თანხა მართლაც არაა პატარა, მაგრამ ანტონი, გაკპოს, ნუნიესის დონე ამ ბიჭმა უნდა გაქაჩოს. სხვას რაც შეეხება, მართლაც გადასარევი ამბავია არამარტო უკრაინის, არამედ ჩვენი ფეხბურთისთვის. ჩვენ ხომ დასავლეთი მაინც ერთ სივრცედ განგვიხილავს და არის ამაში ლოგიკა. საერთო ჩემპიონატში ჩამოვყალიბდით და დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში გვიწევდა ერთად განვითარება, იგივე რუსებთან ერთად. სხვათაშორის უკრაინისთვის ეს არაა პირველი ტოპ გარიგება, ჩვენგან განსხვავებით. მათგან წასულმა შევჩენკომ და კალამ მსოფლიო კლასის ფეხბურთი ითამაშეს. მაშინ ამხელა თანხებს არ იხდიდნენ, მაგრამ იმდროინდელმა ტრანსფერებმა უკრაინის ფეხბურთი მნიშვნელოვნად განავითარეს. ჩვენ ამის შანსი ეხლა მოგვეცა.უნებლიედ პირველი მერცხალიც გამოგვიჩნდა კვარას სახით. უდიდეს სენსაციად იმითაც აღიქმება მისი თამაში, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან მოხვდა ელიტაში. ამის ჭკვიანურად არ გამოყენება დაუშვებელია ჩვენი ფედერაციისა და კლუბების მიერ. ამოდენა რეკლამა და ინტერესი ჩვენს მიმართ გამოყენებული უნდა იქნას! სწორად წარმართვის შემთხვევაში იქნებ ჩვენც აღარ მოგვიწიოს 19-20 წლის ბიჭების კაპიკებად შეჩეჩება. მუდრიკის მეხუთედ ფასად გაკეთებული რამოდენიმე წარმატებული ტრანსფერი ჩვენს ჩემპიონატს შეუქცევადად გააჯანსაღებს.
ამატაკი
15:34 16-01-2023
0

სიახლეები პოპულარული