კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების 20 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი მალე პრემიერლიგაში ითამაშებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ზაბარნი სამედიცინო შემოწმების გასავლელად და "ბორნმუთთან" კონტრაქტის გასაფორმებლად დღეს ინგლისში გაემგზავრება. ТаТоТаке-ის ცნობით, პრემიერლიგის კლუბი მას 25 მილიონ ევროდ შეიძენს.
ზაბარნი კიევის "დინამოს" აღზრდილია და ნაკრებში უკვე 24 მატჩი აქვს ჩატარებული.
20 ტურის შემდეგ "ბორნმუთი" ინგლისის ჩემპიონატში 17 ქულით მე-18 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაბარნის სამსახურით "ასტონ ვილა" და "ლესტერი" იყვნენ დაინტერესებული.