ერთსეზონიან არენდაში როსონერი 5 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო გაისად ვალდებული იქნება კონტრაქტი 20 მილიონად გამოისყიდოს. ამ დღეებში ნიკოლა მედშემოწმების გასავლელად იტალიაში ჩავა.
კალინიჩმა იტალიის ჩემპიონატზე გასულ სეზონში 32 მატჩში 15 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჟამად ის სამშობლოშია, ჯერ "ვიოლაში" არ გამოცხადებულა, კლუბი დასჯას უპირებდა, თუმცა ხელმძღვანელობას დაუკავშრდა და უთხრა, ავად ვარ და ცნობას წარმოვადგენო. დასჯას კი უპირებდნენ, მაგრამ აწი რაღა დროისაა...