"იუვენტუსმა", "მილანმა" და "ინტერმა" "კალიარი", "კროტონე" და "ფიორენტინა" 3:0 დაამარცხეს. 3 გოლი გაიტანა "ნაპოლიმაც", მაგრამ, როგორც უკე აღვნიშნეთ, ერთი თავადაც გაუშვა. "რომამ", რომელიც ფრანჩესკო ტოტის გარეშე ბოლო 25 წელიწადში პირველ სეზონს ატარებს, ბერგამოში "ატალანტასთან" 1:0 იმარჯვა.
იუვენტუსი-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (12), 2:0 დიბალა (45), 3:0 იგუაინი (65)
გამოუყენებელი პენალტი: ფარიასი (39. კალიარი)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი -
ფაქტები
- სერია A-ში პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერი, რომლის "მითითებით" დაინიშნა პენალტი "იუვენტუსის" კარში
- ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში ბოლო 11-მეტრიანიდან ორი მოიგერია
- "იუვენტუსი" და "კალიარი" სერია A-ს პირველ ტურში აქამდე ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა
- "იუვენტუსი" "კალიარისთან" შინ ბოლოს 2009 წელს დამარცხდა - 2:3
- პაულო დიბალამ მეტოქის საჯარიმოში ბურთთან პირველივე შეხებისთანავე გაიტანა
- "იუვენტუსმა" თამაში 4-2-3-1 სქემით დაიწყო, მაგრამ შემდეგ რაც მოედანზე ახალწვეულები - დუგლას კოშტა და ბლეზ მატუიდი გამოჩნდნენ, მასიმო ალეგრიმ გუნდი 4-3-3-ზე "გადართო"
- "იუვენტუსში" ყველაზე მაღალი (8) შეფასება ჯანლუიჯი ბუფონმა და პაულო დიბალამ მიიღეს. ყველაზე დაბალი (5.5) - ხუან კუადრადომ
- "იუვენტუსის" მწვრთნელი მასიმო ალეგრი 2008-10 წლებში "კალიარის" თავკაცობდა
კომენტარი
მასიმო ალეგრი (იუვენტუსი): "სუპერთასზე წაგების შემდეგ დღეს ძლიერი თამაში უნდა გვეჩვენებინა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რომ კონცენტრაცია მთელი 90 წუთის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა. პენალტის შემდეგ ჩვენი გუნდი თავს კარგად იცავდა, რასაც მთლად კარგად ვერ ვაკეთებდით მანამდე, რადგან "კალიარის" რამდენიმე შანსი მივეცით... ვიდეორეფერი? ბუფონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველი ნომერია. პენალტი რომ ვერ მოეგერიებინა, სერიოზულად გაგვირთულდებოდა თამაში... უნდა შევცვალოთ თუ არა ტაქტიკა ბონუჩის წასვლის გამო? არა მგონია. მართალია, ამ ბიჭებს ლეოს დარი 40-მეტრიანი პასები არ აქვთ, სამაგიეროდ, საკმარისად აქვთ ტალანტი და რადგან "იუვენტუსში" თამაშობენ, ესე იგი, ეს პატივი დაიმსახურეს. მე ვიტყოდი, უფრო მეტი პრობლემა გვაქვს ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. მიუხედავად იმისა, რომ 3 გოლი გავიტანეთ, ამ რგოლებს შორის ურთიერთქმედება ან გნებავთ, ფეხბურთელების მოძრაობა, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს".
ვერონა-ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 სუპრაიენი (32-საკ. კარში), 0:2 მილიკი (39), 0:3 გულამი (62), 1:3 პაცინი (83-პენ)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ზელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (66. ალანი) - კალიეხონი (73. ჯაკერინი), ინზინიე, მილიკი (61. მერტენსი).
გაძევება: ჰისაი (82. ნაპოლი)
ფაქტები
- არკადიუშ მილიკმა ("ნაპოლი") სერია A-ს იმ ბოლო სამ მატჩში, რომელშიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 2 გოლი გაიტანა
- "ვერონამ" "ნაპოლისთან" ბოლო 10 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირის ჩავთვლით) 9 თამაში წააგო
- "ვერონას" მწვრთნელი ფაბიო პეკია "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელია (1993-97), ხოლო იმავე "ნაპოლიში" რაფა ბენიტესის მწვრთნელობის პერიოდში მისი ასისტენტი იყო
- სამუელ სურპაიენმა ("ვერონა") სეზონის პირველი ავტოგოლი გაიტანა
- "ნაპოლის" ბურთის ფლობის მაჩვენებელი იყო 62% "ვერონას" 28%-ის წინააღმდეგ
ატალანტა-რომა 0:1
გოლი: 0:1 კოლაროვი (31)
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი (81. ფაციო), ნიკოლასი, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი - დეფრელი (74. ელ შაარავი), პეროტი (85. პელეგრინი), ჯეკო.
ბოლონია-ტორინო 1:1
გოლები: 1:0 დი ფრანჩესკო (27), 1:1 ლიაიჩი (34)
კროტონე-მილანი 0:3
გოლები: 0:1 კესი (6-პენ), 0:2 კუტრონე (18), 0:3 სუსო (24)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კონტი (68. აბატე), მუზაკიო, ბონუჩი, როდრიგესი - კესი, ლოკატელი (78. მაური), ჩალჰანოღლუ - სუსო, ბორინი, კუტრონე (61. ანდრე სილვა).
გაძევება: ჩეკერინი (5. კროტონე)
ინტერი-ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 იკარდი (6), 2:0 იკარდი (15), 3:0 პერიშიჩი (79)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, სკრინიარი, მირანდა, ნაგატომო - ვესინო, ბორხა ვალერო (64. ჟოაო მარიო) - კანდრევა, პერიშიჩი, ბროზოვიჩი (71. გალიარდინი) - იკარდი (84. ედერი).
ლაციო-სპალ 0:0
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი, დე ვრიი, რადუ - ბაშტა (67. მარუშიჩი), პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ალბერტო, ლულიჩი (85. კაისედო) - იმობილე, პალომბი (67. ლუკაკუ).
სამპდორია-ბენევენტო 2:1
გოლები: 0:1 ჩიჩირეტი (15), 1:1 კვალიარელა (39), 2:1 კვალიარელა (59)
უდინეზე-კიევო 1:2
გოლები: 0:1 ინგლეზე (15), 1:1 ტერო (37), 1:2 ბირსა (54)
სასუოლო-ჯენოა 0:0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"