"მილანი" დონარუმას რიკოთი ცვლიდა

AutoSharing Option
"სევილიას" მეკარე სერხიო რიკომ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ "მილანს" მისი გადაბირება სურდა.

ეს ის დროა, როცა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, დარჩებოდა თუ არა იტალიურ გრანდში ჯანლუიჯი დონარუმა. მას მაშინ მისი აგენტი მინო რაიოლა კლუბის დატოვებისკენ მონდომებით მოუწოდებდა.

"მე მივიღე ძალიან კარგი შეთავაზება "მილანიდან", მაგრამ მაშინ ჩვენ "სევილიასთან" ერთად მოვილაპარაკეთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ჩემი გული აქ არის, ამ გუნდში. ვერც კი წარმომიდგენია, სხვა გუნდის მაისური როგორ უნდა ჩავიცვა", - უთხრა რიკომ ესპანელ ჟურნალისტებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული