ბონუჩის ცოლი: ლეო ალეგრის გამო არ წასულა

AutoSharing Option
ლეონარდო ბონუჩის მეუღლემ, მარტინა მაკარიმ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, თუ რატომ დატოვა მისმა ქმარმა "იუვენტუსი" და გადავიდა "მილანში". მისი თქმით, მასიმილიანო ალეგრისთან ჩხუბი არაფერ შუაშია.

"მისი გადაწყვეტილება კლუბის შეცვლის შესახებ დაკავშირებული არ იყო ალეგრისთან მომხდარ ჩხუბთან. უბრალოდ, ცუდია, როცა ბალანსი ირღვევა მხარეებს შორის და მაშინ ეს ბალანსი დაირღვა. ის ახლა "მილანშია" და თავს მშვიდად გრძნობს. მე მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მომიხდენია. დამჯერი ცოლის პოზაში ვიყავი. ჩვენი შვილი "ტორინოს" ფანია და ამიერიდან ოჯახში დერბი მაინც აღარ იქნება." - თქვა მაკარიმ.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული