სატურნირო ცხრილში უკეთესი პოზიცია "ინტერს" უჭირავს. ეგაა, მილანელები, წესით, გვარიანად უნდა წუხდნენ იმაზე, რომ გუნდის უდავო ლიდერი და ბომბარდირი მაურო იკარდი სულ უფრო უახლოვდება "რეალს" და თუ მადრიდული გრანდის შემტევთა სადღეისო კონდიციებს გავითვალისწინებთ, ადვილი შესაძლებელია, ეს ტრანსფერი ახლავე შედგეს.
წესით, გუნდების სტატუსიდან გამომდინარე, შემტევი
იტალიის პირველობის თითქმის მთელი ტური კვირასაა. ორშაბათს თამაშობს მხოლოდ ერთ-ერთი ლიდერი და ფავორიტი "იუვენტუსი". ტურში კი პირველები "ნაპოლი" და "ატალანტა" ებმებიან.
"ატალანტა" ყოველთვის რთული მოწინააღმდეგეა და, მით უმეტეს, შინაურ კედლებში.
ბერგამოელები რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლო არყოფნამ არ უნდა შეაშფოთოს. მერე რა, თუ მათ შორის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი პეტანიაც არის.
"ნაპოლი" გააფთრებით მიიწევს სკუდეტოსკენ. რაც უნდა რთული იყოს მისთვის ესა თუ ის მატჩი, მათ მაინც არ აქვთ ქულების დაკარგვის უფლება, რადგან ზურგს უკან "იუვენტუსის" სუნთქვა ესმით.
"ბებერი ქალბატონი" კი ტურის გვიან შეხვედრაში, დიდი ალბათობით, 3 ქულით შეავსებს სატურნირო მონაგარს. "ჯენოა" ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელმაც მადაზე მოსული ტურინელები უნდა შეაჩეროს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება...
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის თავდადებით მებრძოლმა "ლაციომ", თუ სასწაული არ მოხდა, შინ უპირობოდ უნდა მოუგოს "კიევოს". რომაელთა მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ძალიან თვალსასეიროა. ეგაა, ისინი რამდენჯერმე დააზარალა ვიდეორეფერიმ, თითქოს, ეს სისტემა სპეციალურად მათ წინააღმდეგ ყოფილიყოს მოგონილი...
ჯენარო გატუზოს "მილანი" კი ყველანაირად ეცდება, "კალიარისთან" გასვლით შეხვედრაში წარმატებით ითამაშოს. "მილანი" მაინც "მილანია", მაგრამ მთლად იოლიც რომ არ იქნება, ესეც ფაქტია.
ფაქტები
- "ატალანტამ" ბოლო 11 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ 1 წააგო.
- "ნაპოლის" არ წაუგია სერია A-ს საგარეო მატჩი 2016 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ (1:2, "იუვენტუსთან").
- "მილანმა" "კალიარი" სერია A-ში სტუმრად ბოლოს 2014 წლის 26 იანვარს დაამარცხა.
- "იუვენტუსმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო (2 ფრე).
სერია A. XXI ტური
კვირა, 21 იანვარი
ატალანტა-ნაპოლი 15:30
ბოლონია-ბენევენტო 18:00
ლაციო-კიევო 18:00
სამპდორია-ფიორენტინა 18:00
სასუოლო-ტორინო 18:00
უდინეზე-სპალ 18:00
ვერონა-კროტონე 18:00
კალიარი-მილანი 21:00
ინტერი-რომა 23:45
ორშაბათი, 22 იანვარი
იუვენტუსი-ჯენოა 23:45
ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"