იტალიის თასი: 40 წლის ბუფონი კვლავ შეუდარებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასზე გუშინ პირველი 1/2-ფინალური შეხვედრა გაიმართა. "ატალანტამ" ბერგამოში ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი დებიუტშივე გავიდა. გონსალო იგუაინმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მშვენივრად ითამაშა და მეკარე ბერიშას კარი აიღო.

მასპინძლებს წონასწორობის აღდგენის ყველაზე რეალური შანსი 25-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა ალეხანდრო გომესმა ჯანლუიჯი ბუფონს ვერ აჯობა. ჯიჯიზე აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ტრავმის გამო დიდი ხანი უქმობდა, თუმცა 40 წლის კარის დარაჯმა გუშინ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და გუნდი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან.

აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსმა" მეტოქის კარის ჩარჩოში
ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ეს გასროლაც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. განმეორებითი მატჩი ტურინში 28 თებერვალს შედგება.

დღეს კი გულშემატკივარი იტალიის თასის 1/2-ფინალურ კიდევ ერთ მატჩს იხილავს. "მილანი" საკუთარ მოედანზე "ლაციოს" დაუხვდება. აქვე ვთქვათ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 3 დღის უკან "სან-სიროზე", სერია "ა"-ს ეგიდით უკვე დაუპირისპირდნენ და მაშინ "როსონერიმ" რომაელები 2:1 დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეუდარებალია!თქვენ ახალი თქვით რაიმე,ეგ სულ ცოტა 15 წელია, რაც მთელმა მსოფლიომ იცის.
სოსო
11:39 31-01-2018
0

სიახლეები პოპულარული