სე­რია A. XXX ტუ­რის წინ: დევ­ნა გრძელ­დე­ბა

AutoSharing Option
ევ­რო­პის ტოპ­ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­ტ­რი­გა იტა­ლი­ა­შია. იქ მთე­ლი სიმ­ძაფ­რით მი­დის სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა. ამ დრო­ის­თ­ვის "იუვენ­ტუ­სი" 2 ქუ­ლით უს­წ­რებს "ნა­პო­ლის". ამ ტურ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ლა­გე­ბა შე­იც­ვა­ლოს, რა­კი "ბე­ბერ ქალ­ბა­ტონს" ურ­თუ­ლე­სი სა­ში­ნაო მატ­ჩი ელის ბო­ლო დროს კარგ ფორ­მა­ში მყოფ "მი­ლან­თან".

"იუვეს" ცალ­კე ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ოთხედ­ფი­ნა­ლი ("რე­ალ­თან") აქვს სა­ფიქ­რა­ლი და ცალ­კე სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი. "მი­ლან­თან" შეხ­ვედ­რა­ში მა­სი­მო ალეგ­რის გუნდს ვერ და­ეხ­მა­რე­ბი­ან ალექს სან­დ­რო, ხუ­ან კუ­ად­რა­დო, ჯორ­ჯო კი­ე­ლი­ნი და ფე­დე­რი­კო ბერ­ნარ­დეს­კი.

ამ მხრივ "მი­ლა­ნი" უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ალეგრის ყოფილი შეგირდის, ჯე­ნა­რო გა­ტუ­ზოს გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი გუნ­დი მხო­ლოდ ალე­სიო რო­მა­ნი­ო­ლის
მო­ი­საკ­ლი­სებს. სა­ეჭ­ვოა და­ვი­დე კა­ლაბ­რი­ა­სა და ან­დ­რეა კონ­ტის მინ­დორ­ზე გას­ვ­ლა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მი­ლა­ნე­ლე­ბი ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით ითა­მა­შე­ბენ.

ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, "მი­­ლანს" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში მოხ­ვედ­რის შან­სი გა­უჩ­ნ­და. "იუვენ­ტუ­სის­თ­ვის" კი ყვე­ლა ქუ­ლას მარ­თ­ლაც რომ ოქ­როს ფა­სი აქვს. "ქალ­ბა­ტო­ნი" უკან ვე­ღარ და­ი­ხევს.

"ნა­პო­ლი" მხო­ლოდ 3 ქუ­ლის­თ­ვის ეს­ტუმ­რე­ბა "სა­სუ­ო­ლოს", სხვა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს მა­უ­რი­ციო სა­რის გუნ­დის­თ­ვის. ნე­ა­პო­ლელ­თა ერ­თა­დერ­თი თა­ვის­ტ­კი­ვი­ლი ის არის, რომ შე­იძ­ლე­ბა მინ­დორ­ზე ვერ ვი­ხი­ლოთ მა­რეკ ჰამ­ში­კი. მას ტრავ­მა აწუ­ხებს და გუნ­დის ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თ­ვის, რომ "ნა­პო­ლის" სლო­ვა­კი ლი­დე­რი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნონ.

წე­სით, სე­რია A-ს სხვა გრან­დებს ამ ტურ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ უნ­და შე­ექ­მ­ნათ. მა­თი მე­ტო­ქე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 3 ქუ­ლის აღე­ბა არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეთ. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შეხ­ვედ­რა "რო­მას" ელის, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ "ჯა­ლო­რო­სი" ყო­ველ­თ­ვის კარ­გად თა­მა­შობს "ბო­ლო­ნი­ას" წი­ნა­აღ­მ­დეგ.

"ინ­ტე­რი" ბო­ლო ტურ­ში გაბ­რ­წყი­ნე­ბის შემ­დეგ თით­ქოს შე­ვი­და ფორ­მა­ში. ვნა­ხოთ, რას იზამს ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის გუნ­დი "ვე­რო­ნას­თან". ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, "ნე­რა­ძუ­რი" გა­მოკ­ვე­თი­ლი ფა­ვო­რი­ტია. ისიც არის, რომ "ინ­ტე­რის­გან" არა­სო­დეს არა­ფე­რი უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს.

"ლა­ცი­ოს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სი­მო­ნე ინ­ძა­გი, ალ­ბათ, და­ას­ვე­ნებს რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელს, თუმ­ცა გუნდს მა­ინც არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს უსუს­ტე­სი "ბე­ნე­ვენ­ტოს" ძლე­ვა.

ფაქ­ტე­ბი
  • "რო­მამ" ბო­ლო 3 მატ­ჩი მო­უ­გო "ბო­ლო­ნი­ას".
  • "ატა­ლან­ტა­სა" და "უდი­ნე­ზეს" ბო­ლო 6 შეხ­ვედ­რა­ში ორი­ვემ გა­ი­ტა­ნა.
  • "ფი­ო­რენ­ტი­ნამ" სე­რია A-ში ბო­ლო 3 მატ­ჩი მო­ი­გო.
  • "ინ­ტერ­მა" ბო­ლო შეხ­ვედ­რა­ში 5 გო­ლი გა­ი­ტა­ნა.
  • "ლა­ციო" სე­რია Aში ორ­ჯერ შეხ­ვ­და ბე­ნე­ვენ­ტოს და ორი­ვე თა­მა­ში მო­უ­გო.
  • "კი­ე­ვო­სა" და "სამ­პ­დო­რი­ას" ბო­ლო 3 შეხ­ვედ­რა­ში ორი­ვემ გა­ი­ტა­ნა.
  • "იუვენ­ტუს­მა" ჩემ­პი­ო­ნატ­სა და თას­ზე ბო­ლო 3 მატ­ჩი მო­უ­გო "მი­ლანს".

სე­რია A. XXX ტუ­რი
შა­ბა­თი, 31 მარ­ტი
ბო­ლო­ნია-რო­მა 14:30
ატა­ლან­ტა-უდი­ნე­ზე 17:00
კა­ლი­ა­რი-ტო­რი­ნო 17:00
ფი­ო­რენ­ტი­ნა-კრო­ტო­ნე 17:00
ჯე­ნოა-სპალ 17:00
ინ­ტე­რი-ვე­რო­ნა 17:00
ლა­ციო-ბე­ნე­ვენ­ტო 17:00
სა­სუ­ო­ლო-ნა­პო­ლი 17:00
კი­ე­ვო-სამ­პ­დო­რია 20:00
იუვენ­ტუ­სი-მი­ლა­ნი 22:45

ბომ­ბარ­დი­რე­ბი: 24 ჩი­რო იმო­ბი­ლე (ლა­ციო); 22 მა­უ­რო იკარ­დი (ინ­ტე­რი); 17 ფა­ბიო კვა­ლი­ა­რე­ლა (სამ­პ­დო­რია), დრის მერ­ტენ­სი (ნა­პო­ლი), პა­უ­ლო დი­ბა­ლა (იუვენ­ტუ­სი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული