როგორც წესი, ამ გუნდების ბოლოდროინდელი შეხვედრები სანახაობრივი გამოდის და იმედი დავიტოვოთ, ამჯერადაც ასე იქნება. არსებობს მოსაზრება და ჩვენც დავიტოვოთ იმედი, რომ "იუვე" მხოლოდ პრაგმატულად არ იაზროვნებს და მისთვის სასურველი ფრის გამო თამაშს არ "ჩაკეტავს".
სხვა მხრივ, ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. "ნაპოლის" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მაურიციო სარის გუნდმა,
"იუვენტუსის" მოტივაციას ისიც ზრდის, რომ აგერ, ორიოდ დღის წინ, შუა კვირის ტურში, მასიმო ალეგრის ბიჭებმა სტუმრად "კროტონეს" დამარცხება ვერ შეძლეს და "ნაპოლის" შანსი გაუცოცხლეს.
სერია A-ს კიდევ ერთი ინტრიგა მდგომარეობს იმაში, თუ რომელი კლუბები წარმოადგენენ ამ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში. ამ საგზურისთვის გააფთრებით მებრძოლ გუნდებსაც მხოლოდ გამარჯვებაზე ექნებათ აქცენტი.
"რომა" "კერკეტ" სპალ-ს სტუმრობს. "ჯალოროსის" იოლი მისია არ აქვს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს სადაცაა "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ელოდება.
მადა ჭამაში მოდისო და, "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ, "რომა" "ლივერპულსაც" შეაკვდება. ანუ დღის წესრიგი ასეთია - ვებრძვით სპალ-ს და თავში ლიგის ნახევარფინალი გვიტრიალებს. თუმცა გამოვრიცხავთ, "რომამ" საჩემპიონატო მოტივაციას რამე მოაკლოს.
"ინტერი" ბოლო ორ შეხვედრაში ახერხებს "კიევოს" დამარცხებას. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. ფაქტია, ლუჩანო სპალეტის გუნდს მიმდინარე სეზონში არასტაბილურობა დასჩემდა. არადა, ზოგიერთ შეხვედრაში "ინტერი" მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, მაურო იკარდი კი სხვადასხვა რეკორდს "ეთამაშება".
"ლაციო", რომელსაც "ფიორენტინასთან" დიდი ომი გადახდა, "სამპდორიასთან" აშკარა ფავორიტად ითვლება. სიმონე ინძაგის გუნდი, ალბათ, კიდევ ერთ თვალსასეირო მატჩს შემოგვთავაზებს.
ფაქტები
- "სასუოლოსა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 4 შეხვედრიდან თითოეულში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "მილანის" დღევანდელ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს დებიუტი ჰქონდა "ბენევენტოსთან" მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა.
- "კალიარისა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
- "ატალანტამ" და "ტორინომ" ბოლო ორ ურთიერთშეხვედრაში ფრედ ითამაშეს.
- "ინტერმა" ბოლო ორი მატჩი მოუგო "კიევოს".
- "ლაციოსა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "იუვენტუსი"-"ნაპოლის" ბოლო 5 მატჩიდან ოთხში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
- "იუვენტუსმა" "ნაპოლის" პირველი წრის მატჩი სტუმრად 1:0 მოუგო.
- "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის ბოლო 9 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ.
სერია A. XXXIV ტური
შაბათი, 21 აპრილი
სპალ-რომა 17:00
სასუოლო-ფიორენტინა 20:00
მილანი-ბენევენტო 22:45
კვირა, 22 აპრილი
კალიარი-ბოლონია 14:30
ატალანტა-ტორინო 17:00
კიევო-ინტერი 17:00
ლაციო-სამპდორია 17:00
უდინეზე-კროტონე 17:00
იუვენტუსი-ნაპოლი 22:45
ორშაბათი, 23 აპრილი
ჯენოა-ვერონა 22:45
ბომბარდირები: 27 - ჩირო იმობილე (ლაციო); 25 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 17 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"