მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიურ კლუბში კრიშტიანო რონალდოს გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი მადრიდის "რეალს" პორტუგალიელის ტრანსფერში 105 მლნ ევროს გადაუხდის.

"ეს მნიშვნელოვანი ტრანსფერია, რომელიც ჩვენი კლუბისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. რონალდოსთან ტელეფონით არ მისაუბრია. ორშაბათს პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მას შევხვდები.

ვიცი, რომ ის ძალიან ბედნიერია, ის ნამდვილი პროფესიონალია და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი. კლუბმა და პრეზიდენტმა "იუვენტუსისთვის" და მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის საუცხოო რამე გააკეთეს.

როგორ ითამაშებს რონალდო? როგორც ყოველთვის, გოლის გატანას შეეცდება. ჩემთვის ახალი ეტპაი ყოველ
წელს იწყება, რადგან "იუვენტუსი" ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა", - ციტირებს ალეგრის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიგას გუნდი იგებს და არა ერთი რომელიმე ფეხბურთელი, რატომღაც არ მგონია რომ იუვემ ლიგა მოიგოს მიუხედავად ამისა
mamuka
03:12 12-07-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული