"მილანმა" კიდევ ერთი გაცვლა დაასრულა - "როსონერიმ" მორიგი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
Sky Italia-ს ცნობით, "მილანმა" და "ვილიარეალმა" კარლოს ბაკასა და სამუ კასტილეხოს გაცვლის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

"როსონერი" კოლუმბიელ ფორვარდს "ელ მადრიგალის" ბინადრებს დაუთმობს, ესპანელი კი "სან სიროზე" გადაბარგდება.

ლომბარდიელები "ყვითელ წყალქვეშა ნავს" თავდაპირველად 3 მილიონ ევროს გადაუხდიან და კასტილეხოს იჯარით დაიმატებენ, მისი გამოსყიდვის უფლება კი 15 მილიონ ევროდ ექნებათ.

ბაკა გასულ სეზონში იჯარით სწორედ "ვილიარეალში" თამაშობდა და 18 გოლიც გაიტანა. რაც შეეხება 23 წლის ნახევარმცველ კასტილეხოს, ის "მალაგას" აღზრდილია, "ელ მადრიგალზე" კი 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" რამდენიმე
დღის წინ ლონდონის "ჩელსიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველი, ტიმოე ბაკაიოკო იჯარით დაიმატა.

ზაფხულში "როსონერის" რიგები ალენ ჰალილოვიჩმა, ივან სტრინიჩმა, პეპე რეინამ, გონსალო იგუაინმა და მატეა კალდარამ უკვე შეავსეს.

alt"მილანს" კარლოს ბაკას გაშვება უნდა, მაგრამ კოლუმბიელი არავის მიჰყავს

altრა ხდება "მილანში" - "როსონერიში" დიდი ცვლილებებია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული