სერია A. IV ტურის წინ: "იუვე" ფავორიტია, მაგრამ...

AutoSharing Option
"ინტერი" და "პარმა" ბოლოს 2015 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. ვინ იცის, რამდენი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაუტარებიათ ამ გუნდებს ერთმანეთში. ახლა ძველი ტრადიცია აღდგება და ეს უკვე კარგია. რა თქმა უნდა, "ნერაძური" ფავორიტია. ეგაა, "ინტერს"ამ მატჩში დააკლდებიან დაშავებული არგენტინელი შემტევი ლაუტარო მარტინესი და ხორვატი მარჯვენა მცველი შიმე ვრსალკო. ეს უკანასკნელი ესპანეთთან ერთა ლიგის იმ მატჩში დაშავდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები სამარცხვინოდ (0:6) რომ დამარცხდნენ.

ძალიან საინტერესო, შეტევებით გაჯერებული მატჩი უნდა გამოვიდეს ნეაპოლში, სადაც ადგილობრივი გუნდი შესანიშნავად დაკომპლექტებულ და კარგ ფორმაში მყოფ "ფიორენტინას" დაუხვდება. ფლორენციელები ოპტიმალური
შემადგენლობით ითამაშებენ. "ნაპოლის"კი ორი მცველი არ ეყოლება - ვლად კირიკეში და ფაუზი გულამი.

"რომამ" უთუოდ უნდა მოუგოს "კიევოს". ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ცოტა მძიმედ დაიწყო სეზონი, მაგრამ, წესით, მალე უნდა შევიდეს ფორმაში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს შემადგენლობა. ეგაა, "რომას" არაერთი ფეხბურთელი იყო მივლინებული სანაკრებო მატჩებზე და ვინ როგორი კონდიციებით დაბრუნდა გუნდში.

რა თქმა უნდა, "იუვენტუსი" უდავო ფავორიტია "სასუოლოსთან", მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ სტუმარმა კარგად დაიწყო სეზონი. ველით კრიშტიანო რონალდოს გაბრწყინებას, ვინც პორტუგალიის ნაკრებში არ წავიდა და მშვენივრად დაისვენა.

"მილანი" ფავორიტის რანგში ესტუმრება "კალიარის". ბოლო დროს "როსონერი" გამოცოცხლდა. კლუბის ძველი ლეგენდები იქ არიან და გონსალო იგუაინიც თანდათან შედის ფორმაში.

ფაქტები
  • "ინტერი" და "პარმა" 2015 წლის შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
  • "ფიორენტინამ" ბოლო შეხვედრაში" 3:0 გაანადგურა "ნაპოლი".
  • "რომამ" ბოლო 4 მატჩი მოუგო "კიევოს".
  • "ჯენოასა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "ტორინომ" ბოლო 2 თამაშში აჯობა "უდინეზეს".
  • "ლაციომ" უკანასკნელ 3 შეხვედრაში შანსი არ დაუტოვა "ემპოლის".
  • ბოლო 2 შეხვედრაში "მილანმა" 6 ქულა აიღო "კალიარისთან".

სერია A. IV ტური
შაბათი, 15 სექტემბერი
ინტერი-პარმა 17:00
ნაპოლი-ფიორენტინა 20:00
ფროზინონე-სამპდორია 22:30

კვირა, 16 სექტემბერი
რომა-კიევო 14:30
ჯენოა-ბოლონია 17:00
იუვენტუსი-სასუოლო 17:00
უდინეზე-ტორინო 17:00
ემპოლი-ლაციო 20:00
კალიარი-მილანი 22:30

ორშაბათი, 17 სექტემბერი
სპალ-ატალანტა 22:30

ბომბარდირი: 3 - მარკო ბენასი (ფიორენტინა), კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული