"იუვენტუსი", განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, ისე ვერ თამაშობდა, როგორც მისგან ყველა ელოდა. აკუას კარგი რეიდისა და გადაცემის შემდეგ თავი გამოიჩინა კაპუტომ. ზოგადად, "ემპოლი" ტოლს არ უდებდა უფრო ძლიერ მეტოქეს და ბედს შეტევაში ეძებდა.
"იუვემ" 11-მეტრიანით გაათანაბრა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ზუსტად აღასრულა კრიშტიანო რონალდომ. ოდნავ მოგვიანებით, მისი დრო კიდევ ერთხელ დადგა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შორიდან ისეთი დააქუხა, "ემპოლის" მეკარე პრომედელის,
"ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ეს იყო ორი გუნდის შეხვედრა, რომელიც მიილტვოდა მხოლოდ გამარჯვებისკენ. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ და ამან შედეგი მოიტანა. ჩვენს თამაშში იყო ძალიან დიდი მონდომება და ამან შედეგი გამოიღო", - აღნიშნა მატჩის შემდეგ "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ.
გადარჩა ჯენარო გატუზო. "მილანს" "სამპდორიასთან" ფეხი რომ დასცდენოდა, "როსონერის" ცოცხალი ლეგენდა სკამს ვეღარ შეინარჩუნებდა. ასე არ მოხდა - იტალიურმა გრანდმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაჯაბნა "სამპდორია".
"მილანი" თავიდანვე დაწინაურდა. სუსოს ჩაწოდების შემდეგ თავურით გოლი პატრიკ კუტრონემ გაიტანა. მალევე ანგარიში "მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა საპონარამ გაათანაბრა.
შედეგიანი გადაცემა კვალიარელამ მიითვალა. მერე თავად კვალიარელამაც შეაგდო. პირველ ტაიმში ფრე დაფიქსირდა - კუტრონემ გონსალო იგუაინს გაუკეთა შედეგიანი გადაცემა.
საბოლოო სიტყვა სუსომ თქვა. ესპანელმა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით გაიტანა. "მილანმა" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო.
სერია A. X ტური
ატალანტა-პარმა 3:0
გოლები: 1:0 გალიოლო (55-პენ), 2:0 პალომინო (72), 3:0 მანჩინი (80)
ემპოლი-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 კაპუტო (28), 1:1 რონალდო (54-პენ), 1:2 რონალდო (70)
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დე შილიო (90. ბარძალი), ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო - ბერნარდესკი (66. კუადრადო), პიანიჩი (80. დუგლას კოშტა), ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, რონალდო.
ტორინო-ფიორენტინა 1:1
გოლები: 0:1 ბენასი (2), 1:1 ლაფონტი (13-საკ. კარში)
სასუოლო-ბოლონია 2:2
გოლები: 0:1 პალასიო (2), 1:1 მარლონი (17), 1:2 მბაიე (56), 2:2 ბოატენგი (85-პენ)
კალიარი-კიევო 2:1
გოლები: 1:0 პავოლეტი (15), 2:0 კასტრო (59), 2:1 სტეპინსკი (59)
ჯენოა-უდინეზე 2:2
გოლები: 1:0 რომულო (32-პენ), 1:1 ლასანია (65), 2:1 რომერო (67), 2:2 დე პაული (70)
გაძევება: რომერო (74. ჯენოა)
სპალ-ფროზინონე 0:3
გოლები: 0:1 ჩიბსა (40), 0:2 ჩანო (53), 0:3 პინამონტი (89)
მილანი-სამპდორია 3:2
გოლები: 1:0 კუტრონე (17), 1:1 საპონარა (21), 1:2 კვალიარელა (31), 2:2 იგუაინი (36), 3:2 სუსო (62)
მილანი (4-4-2): ჯ. დონარუმა - კალაბრია (78. აბატე), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - სუსო, ბილია, კესი, ლაქსალტი (90. ჩალჰანოღლუ) - იგუაინი, კუტრონე (76. კასტილიეხო).
ნაპოლი-რომა 1:1
გოლები: 0:1 ელ შაარავი (14), 1:1 მერტენსი (90)
ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - ჰისაი (70. მალკუიტი), ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჰამშიკი (75. ზელინსკი), რუისი - კალიეხონი, ინსინიე, მილიკი (56. მერტენსი).
რომა (4-2-3-1): ოლსენი - სანტონი, მანოლასი (75. ფასიო), ჟეზუში, კოლაროვი - დე როსი (43. კრისტანტე), ნზონზი - იუნდერი (65. ფლორენცი), ლორ. პელერგინი, ელ შაარავი - ჯეკო.
ორშაბათი, 29 ოქტომბერი
ლაციო-ინტერი 23:30
ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 6 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ლაციო); 5 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), გრეგუარ დეფრელი (სამპდორია).
გამოტოვებული მატჩი
31 ოქტომბერი: მილანი-ჯენოა
მომდევნო ტური
2 ნოემბერი: ნაპოლი-ემპოლი
3 ნოემბერი: ინტერი-ჯენოა, ფიორენტინა-რომა, იუვენტუსი-კალიარი
4 ნოემბერი: ლაციო-სპალ, კიევო-სასაუოლო, პარმა-ფროზინონე, სამპდორია-ტორინო, ბოლონია-ატალანტა, უდინეზე-მილანი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"