საუდის არაბეთში, იტალიის სუპერთასზე "მილანის" დამარცხება (1:0) "იუვენტუსს" მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა მიულოცა.
ის შეხვედრის დასრულების შემდეგ "იუვენტუსის" გასახდელში ჩავიდა, ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და მათთან და სუპერთასთან სურათი გადაიღო.
ის ფეხბურთისა და კალათბურთის გულშემატკივარია და 9 იანვარს ლოს ანჟელესში "კლიპერსისა" და "შარლოტას" მატჩს დაესწრო.