ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან "სასუოლომ" ოთხივე მოუგო "ინტერს" და თუ მეხუთედაც იმარჯვა, არ გამოვრიცხავთ, დადგეს ლუჩანო სპალეტის პასუხისმგებლობის საკითხი.
"ინტერი" არასტაბილურია და მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, არის გარკვეული პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით. "სასუოლო" კი, თუ თამაში წაუვიდა, იოლი ლუკმა არავისთვისაა.
სუპერთასზე რკენით გადაღლილი და არაბეთმოვლილი "იუვენტუსი" "კიევოს" ხვდება. რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში არაფრის გამორიცხვა არ
"რომა" ეთამაშება "ტორინოს" და ვერავინ იტყვის, რომ იოლი ამოცანის წინაშე დგას. ყოველ შემთხვევაში, რომაელებს გარკვეული პრობლემები აქვთ შემადგენლობასთან დაკავშირებით და სულაც არ არის რეალური, რომ ისინი ამ პრობლემებს უმტკივნეულოდ მოაგვარებენ.
სუპერთასზე დამარცხებული "მილანი" ეთამაშება "ჯენოას". საქმე ისე მიდის, რომ ჯენარო გატუზოს გუნდისთვის ყველა მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან ამაზეა დამოკიდებული თავად გატუზოს ბედიც.
ტურის ცენტრალურ თამაშში კი "ნაპოლი" ფავორიტის სტატუსით დაუხვდება "ლაციოს". ორივე გუნდის კოზირი შეტევაა და ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლოდინი არ გაგვიცრუვდება.
ფაქტები
- "რომასა" და "ტორინოს" ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
- "უდინეზემ" ბოლო 2 მატჩი მოიგო.
- "სასუოლომ" სერია A-ს ზედიზედ 4 მატჩში აჯობა "ინტერს".
- "ფიორენტინასა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
- სპალ-მა ბოლო 2 შეხვედრაში აჯობა "ბოლონიას".
- "ნაპოლი" უკანასკნელ 4 თამაშში აღმოჩნდა "ლაციოზე" ძლიერი.
- "იუვენტუსმა" მიჯრით 6 მატჩი მოუგო კიევოს.
სერია A. XX ტური
შაბათი, 19 იანვარი
რომა-ტორინო 18:00
უდინეზე-პარმა 21:00
ინტერი-სასუოლო 23:30
კვირა, 20 იანვარი
ფროზინონე-ატალანტა 15:30
ფიორენტინა-სამპდორია 18:00
სპალ-ბოლონია 18:00
კალიარი-ემპოლი 21:00
ნაპოლი-ლაციო 23:30
ორშაბათი, 21 იანვარი
ჯენოა-მილანი 18:00
იუვენტუსი-კიევო 23:30
ბომბარდირები: 14 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 13 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), დუვან საპატა (ატალანტა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"