"ნაპოლის" პრეზიდენტმა კალიდუ კულიბალის ფასი დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ცენტრალური მცველის კალიდუ კულიბალის ფასი დაასახელა. ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 27 წლის სენეგალელში 150 მილიონ ევროს ითხოვს.

კულიბალის შეძენით ლონდონის "ჩელსი", მადრიდის "რეალი" და კატალონიური "ბარსელონა" არიან დაინტერესებულები, ბოლო დროს კი მისი ყიდვის სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედმაც" გამოთქვა.

ზაფხულში "ნაპოლის" ერთ-ერთი კლუბი კულიბალის სანაცვლოდ 105 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა დე ლაურენტისი აღნიშნულმა შეთავაზებამ ვერ დააკმაყოფილა.

"ნაპოლიმ" კალიდუ კულიბალი 2014 წელს ბელგიური "გენკიდან" 7,75 მილიონ ევროდ იყიდა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ლივერს დახატავდა. ეს და ვან დეიკი მაგარი დუეტი იქნებოდა
ზვიადი
13:30 24-03-2019
0

სიახლეები პოპულარული