3 ნოემბერს, სერია A-ს მე-11 ტურში "ლაციომ" "მილანს" სტუმრად 2:1 მოუგო.
"ლაციოს" ჩემპიონატზე "მილანი" გასვლაზე ბოლოს 1989 წლის სექტემბერში ჰყავდა დამარცხებული და 29 მოუგებელი მატჩის შემდეგ სძლია.
რაც სტეფანო პიოლი დანიშნეს მწვრთნელად, "როსონერიმ" 4 შეხვედრაში 4 ქულა მოიპოვა.
ჩირო იმობილე 13 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია - მან "ლაციოში" ყველა ტურნირზე 147 მატჩში 100 გოლი გაიტანა.
"ლაციო" 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "მილანი" 13 ქულით - მეთორმეტეზე.
მილანი. "სან სირო". 41 000 მაყურებელი
მილანი - ლაციო 1:2
გოლები: 0:1 იმობილე (25), 1:1 ბასტოსი (28 საკ. კარში), 1:2 კორეა (83)