სერია A-ს 26-ე ტურში "იუვენტუსმა" სახლში "ინტერი" 2:0 დაამარცხა.
მატჩი კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა.
"იუვენტუსი" 63 ქულით ლიდერია, "ლაციოს" 1 ქულით, ხოლო "ინტერს" 9 ქულით უსწრებს და 13 მარტს სტუმრად "ბოლონიას" შეხვდება.
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ კარიერაში მე-1 000 მატჩი ჩაატარა და "იუვეში" ნოემბრის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად ვერ გაიტანა. იქამდე მან 11 შეხვედრაში 16-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"ბიანკონერიმ" "ინტერთან" ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩში არ გაუშვა გოლი - ეს უკანასკნელ 21 წელიწადში საუკეთესო სერიაა.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ინტერი 2:0
გოლები: 1:0 რემზი (54), 2:0 დიბალა (67)