"იუვენტუსმა" "ინტერს" სძლია - რონალდომ მე-1 000 მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში "იუვენტუსმა" სახლში "ინტერი" 2:0 დაამარცხა.

მატჩი კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა.

"იუვენტუსი" 63 ქულით ლიდერია, "ლაციოს" 1 ქულით, ხოლო "ინტერს" 9 ქულით უსწრებს და 13 მარტს სტუმრად "ბოლონიას" შეხვდება.

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ კარიერაში მე-1 000 მატჩი ჩაატარა და "იუვეში" ნოემბრის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად ვერ გაიტანა. იქამდე მან 11 შეხვედრაში 16-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ბიანკონერიმ" "ინტერთან" ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩში არ გაუშვა გოლი - ეს უკანასკნელ 21 წელიწადში საუკეთესო სერიაა.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ინტერი 2:0
გოლები: 1:0
რემზი (54), 2:0 დიბალა (67)
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა შეჯდა მწყერი ხესაო ამ ინტერზეა ნათქვამი.D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული