ანდრეი შევჩენკო: "მილანში" მწვრთნელად უნდა დავბრუნდე

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ თავისი გეგმები გაამხილა.

"მიზანი მაქვს: "მილანში" მწვრთნელის რანგში დავბრუნდე. ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში იყო და იქნება. იმედია, ჩვენი განშორება დროებითია.

ბუნებრივია, ეს "მილანის" სურვილზეცაა დამოკიდებული. თან, ახლა არ მოხდება, რამეთუ უკრაინის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული", - ციტირებს შევჩენკოს "ტუტოსპორტი".

შევჩენკო "როსონერიში" 1996-2006 წლებში თამაშობდა, 2008/09 წლების სეზონში კი იჯარის წესით დაბრუნდა. მან ამ გუნდში ყველა ტურნირზე 176 გოლი გაიტანა.

შევჩენკომ უკრაინის ნაკრები ევროპირველობაზე გაიყვანა და ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი პაველკო ამბობს, რომ გუნდში მის დასატოვებლად ყველაფერს
გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული