იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სერია A არ განახლდა.
"ეს სიტუაცია გულს მირევს, უბრალოდ მაცოფებს. ყოველდღე ვამბობთ, რომ ერთიანნი ვართ, მეორე დღეს კი ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. ეს ეხება როგორც სამეცნიერო მუშაკებს ასევე პოლიტიკოსებს.
2020 წელია, მარსზე ზონდებს ვუშვებთ, მაგრამ კორონავირუსის ვაქცინა ვერ შევქმენით?
რატომ არ გვაძლევენ ჩემპიონატის განახლების უფლებას? ახლა ისეთი ვითარება აღარაა, როგორიც 2 თვის წინ იყო, როდესაც ცუნამმა გადაგვიარა. ახლა ვირუსი ისეთი ძლიერი არ არის, საავადმყოფოებს მუშაობის ორგანიზება შეუძლიათ.
ფეხბურთში იმდენი
დემაგოგიაა. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა", - განაცხადა ლიპიმ Radio Deejay-ს ეთერში.
ფეხბურთში იმდენი