კვირა არ გავა, ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატის ფეხბურთელები რომ არ დააყაჩაღონ ან არ გაქურდონ.
ამჯერად მოძალადეების მსხვერპლი "მილანის" ნახევარმცველი სამუელ კასტილეხო აღმოჩნდა, რომელსაც MilanNews-ის ცნობით, დღისით-მზისით ორმა ბოროტმოქმედმა საკუთარ ავტომობილში საათი წაართვა.
"მილანში ყველაფერი წესრიგშია? ორმა ბიჭმა პისტოლეტი მომაბჯინა და საათი წამართვა", - დაიჩივლა კასტილეხომ "ინსტაგრამზე".
კასტილეხომ გაძარცვის შესახებ პოლიციას მიმართა, მაგრამ სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების კვალს ვერ მიაკვლიეს.
შეგახსენებთ, გასულ თვეში რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი) და დელე ალი (ტოტენჰემი) გაძარცვეს.